ბათუმის მერი: ბუნებრივი აირის საამქროს მუშაობაზე მერიის ნებართვა არ ჰქონდა

ბათუმში, ბუნებრივი აირის საამქროს აფეთქების ადგილას, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი იმყოფებოდა. ერმაკოვის განცხადებით, მერია ზარალს შეისწავლის და ამის შემდეგ, დაზარალებულებს სათანადოდ დაეხმარება. ბათუმის მერი არ გამორიცხავს, კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ინტერპრესნიუსის ცნობით, მან ასევე აღნიშნა, რომ "საამქროს, მუშაობის უფლებაზე, მერიისგან შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა".

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის საამქროს აფეთქების შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა, რამდენიმე სახლი კი, დაზიანდა და დაინგრა.

კომენტარები