საგარეო ვაჭრობა

საქართველოს ათი მთავარი საექსპორტო საქონლიდან შვიდის ექსპორტი გაზრდილია

independent.co.uk

საქსტატმა 2017 წლის იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ექსპორტმა $1.4 მილიარდი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 28.9%-ით მეტია. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან შვიდის ექსპორტი გაზრდილია. ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები იყო.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტების რეიტინგი იანვარ-ივლისში

1) სპინელძის მადნები და კონცენტრატები - $243 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 42%. წილი მთლიან ექსპორტში 17%. 


ფოტო: Getty Images

2) ფეროშენადნობები - $182 მილიონი, ზრდა წინა წელთან 82%. წილი მთლიან ექსპორტში 12%


ფოტო: Reuters

3) ავტოექსპორტი (რეექსპორტი) - $102 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 17%. წილი მთლიან ექსპორტში 7%


ფოტო: flickr.com

4) ღვინოები - $83 მილიონი, ზრდა წინა წელთან 50%. წილი მთლიან ექსპორტში 6%


ფოტო: ozkv.net

5) მედიკამენტები - $78 მილიონი, ზრდა წინა წელთან 44%. წილი მთლიან ექსპორტში 5.4%


ფოტო: NHS

6) სპირტიანი სასმელები - $58 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%. წილი მთლიან ექსპორტში 4.1%


ფოტო: flickr.com

7) მინერალური წყლები - $54 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%. წილი მთლიან ექპორტში 3.7%


ფოტო: flickr.com

8) აზოტოვანი სასუქები - $41  მილიონი, კლება წინა წელთან 12%. წილი მთლიან ექსპორტში 2.9%


ფოტო: hanyazilim.com

9) ოქრო - $41 მილიონი, კლება წინა წელთან 13%. წილი მთლიან ექსპორტში 2.9%


ფოტო: Andrey Rudakov / Reuters

10) თხილი და კაკალი - $31 მილიონი, კლება წინა წელთან 59%. წილი მთლიან ექსპორტში 2.2%


ფოტო: wikimedia.org

11) სხვა დანარჩენი საქონელი - $528 მილიონი, ზრდა წინა წელთან 36%. წილი მთლიან ექსპორტში 36%

იანვარ-ივლისში საქართველოს იმპორტი $4.2 მილიარდი იყო, რის გამოც უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) $2.7 მილიარდი იყო, რაც სავაჭრო ბრუნვის 49%-ს შეადგენს.

2017 წლის დასაწყისში, ერთი მხრივ, შემომავალი სავალუტო ნაკადების: ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების ზრდა შეიმჩნევა. მეორე მხრივ კი, 8%-ით, ანუ მილიონით გაიზარდა გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა (იმპორტი). თუ შემომავალი სავალუტო ნაკადების იმაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდება, რაც გამავალ ნაკადებშია, ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია ექნება. 

 

კომენტარები