მიწისძვრა იტალიაში

იტალიაში 15 საათიანი ოპერაციის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 3 ბავშვი გადაარჩინეს

AFP

იტალიაში, ნეაპოლის ნაპირზე ქალაქ კაზამიჩოლაში 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრას 2 ადამიანი ემსცვერპლა, 39 კი დაშავდა.

იტალიელმა მაშველებმა 15 საათიანი ოპერაციის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 3-ვე ბავშვის გადარჩენაც მოახერხეს.

თავდაპირველად ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, მაშველებმა ნანგრევებიდან 7 თვის ბავშვი ამოიყვანეს. შემდეგ, რამდენიმე საათში მისი 8 წლის ძმაც გაათავისუფლეს, 14 საათზე კი 11 წლის ჩიროს გადარჩენაც მოახერხეს.

ძმები მიწისძვრის დროს საკუთარ ოთახში იმყოფებოდნენ. სამაშველო ოპერაციის დროს, სანამ მათ ნანგრევებიდან გაათავისუფლებდნენ, ბავშვებს სპეციალური ხვრელის საშუალებით, საიდანაც ჰაერი მიეწოდებოდათ, წყალიც მიაწოდეს.

კომენტარები