ჩეჩნეთი

ჩეჩნეთში განქორწინებულების შესარიგებლად შექმნილმა კომისიამ 1000-მდე წყვილი შეარიგა

imgkid.com

ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურის, რამზად კადიროვის, ინიციატივით, უკვე 1000-მდე განქორწინებული წყვილი შეარიგეს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს. ამ ინიციატივით კადიროვი ივლისის დასაწყისში გამოვიდა. დაშორებული წყვილების შესარიგებლად მან სპეციალური კომისიებიც შექმნა, მათ შორის, რელიგიური ფიგურების მონაწილეობით და შერიგების პროცესი პრიორიტეტად გამოაცხადა. "ცოლები ქმრებს უნდა დავუბრონოთ," - ამბობდა კადიროვი და ასევე მიუთითებდა, რომ დაშორებული წყვილების შვილები ექსტრემისტების იოლი სამიზნეები გახდებოდნენ. 

რასულ უსპანოვი, ქორწინების და ოჯახური ურთიერთობების ჰარმონიზაციის გროზნოს სათაო ოფისის მდივანი, ამბობს, რომ წყვილებს ოფისში ცალ-ცალკე იბარებენ და არწმუნებენ, რომ შერიგდნენ. ზოგ შემთხვევაში ხელმეორედ დაქორწინებულ მამაკაცს ყოფილ ცოლს მეორე ცოლად უბრუნებენ. 

ზოგიერთი მედიის ცნობით, ასეთი პრაქტიკა ჩეჩნეთში მანამდეც, სხვადასხვა ფორმით არსებობდა და გაკვირვებას გამოთქვამენ, რომ ხელისუფლება ამას ახალ ინიციატივად ასაღებს. 

კომენტარები