ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ლოკალიზების პროცესში 1 000 სამხედრო ჩართვება

Giorgi Kvirikashvili/fb.com

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო. მათი ცნობით, სტიქიას 1 000-ზე მეტი სამხედრო სპეციალური ტექნიკით შეებრძოლება. 

საგანგებო შტაბის სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სამოქმედო გეგმა გააცნო. 

"ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება. კვლავ აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ჩართულია ავიაცია,"- წერია განცხადებაში.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას ხუთი დღეა, ცდილობენ. დამწვარი ტერიტორიის ფართობი მინიმუმ 15 ჰექტარია. 

კომენტარები