ხანძარი აბასთუმანში

თურქეთის ელჩი: თურქეთმა დასახმარებლად ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი გამოყო

0 კომენტარი
ფოტო: exclusivenews.ge

აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში ქართველებს თურქეთი კვლავ დაეხმარება. საქართველოში თურქეთის ელჩის ინფორმაციით, მათ დახმარება ქართულმა მხარე თხოვა და თურქეთმა უკვე გამოყო ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი, რომლებიც საქართველოში ცოტახანში ჩამოფრიანდებიან. 

"თურქეთი იყო ერთერთი პირველი ქვეყანა რომელიც, გასულ კვირას ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა ქართლ მხარეს. სამწუხაროდ გუშინ საღამოს შევიტყვეთ, რომ კიდევ ერთი დიდი ხანძარი გაჩნდა, ამჯერად ბასთუმანში და კვლავ რთულ რელიეფზე. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. გუშინ გვიან საღამოს ჩვენ კვლავ დაგვიკავშირდა საქართველოს ხელისუფლება და დახმარება გვთხოვა. თურქეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და კვლავ გამოყო ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. ისინი უკვე გზაში არიან და სავარაუდოდ შუადღისთვის უკვე ბათუმშიი იქნებიან." - ამბობს თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. 

აბასთუმანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აბასთუმნის ტყეში ღამის განმავლობში 4-5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, რათა ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლოს.

ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს ერთი ვერტმფრენი და 1000-მდე ცოცხალი ძალა. ელოდებიან დამატებით ბრიგადებს.

აბასთუმანში ხანძრის ჩასაქრობად, თვითმფრინავს უკრაინაც აგზავნის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები