ლარი

დღეიდან მიმოქცევაში განახლებული 5-ლარიანი ბანკნოტი გამოვიდა

ფოტო:ტაბულა

დღეიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი გაუშვა. ახალი 5 ლარიანით სებ-ი 2016 წელს დაწყებულ ფულის ნიშნების განახლების პროექტს აგრძელებს.

განახლებული 5 ლარი, წინა მხარე 


ფოტო: ფოტო:ტაბულა

უკანა მხარე


ფოტო: ფოტო:ტაბულა

განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.

ბანკნოტის უკანა მხარეს/რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები - "მეთევზე წითელ პერანგში" და "კალო". ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.

განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა. ახალი ბანკნოტები გერმანიაში დაიბეჭდა.

სხვაობა განახლებულსა და ძველ ბანკნოტებს შორის


ფოტო: ფოტო:ტაბულა

ეროვნული ბანკი 10-ლარიანი ბანკნოტის განახლებასაც გეგმავს.

კომენტარები