ლარი

ლარი დოლართან მიმართებით 2.52-მდე გამყარდა

ტაბულა

20 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც დოლარის ღირებულება 2.528 ლარი გახდა.

ლარი 1.4 თეთრით ევროსთან მიმართებითაც გამყარდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.99 ლარი ღირს.

ლარის ბოლოდროინდელ გამყარებასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მას გაუჭირდება ახსნას თუ რამ განაპირობა ის:

"დღეს რატომ არის ლარი ცოტა უფრო გამყარებული, ამის მიზეზების თქმა გამიჭირდება", - ამბობს კვირიკაშვილი.

კომენტარები