ე.წ ციანიდის საქმე

ნანუაშვილი ე.წ ციანიდის საქმეზე: სამართალი პურს ჭამს?

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ ციანიდის საქმის დასკვნით სხდომას ესწრება. 

"ე.წ. "ციანიდის საქმე. სამართალი პურს ჭამს" - დაწერა ომბუდსმენმა Facebook-ზე.

დღევანდელ პროცესზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს დაცვის მხარე, ასევე, სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. ამის შემდეგ, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განაჩენის გამოსატანად გავა. 

ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წინა პროცესზე წარმოთქვა. პროკურორი დარწმუნებულია, რომ სასამართლო გიორგი მამალაძეს დამნაშავედ ცნობს. ადვოკატის შეფასებით კი, საქმეში არსებული მტკიცებულებები "ცარიელი მაკულატურაა".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლის მცდელობას ედავებიან. დეკანოზს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები