შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთაწმინდაზე გაჩენილ ცეცხლს 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სამაშველო ტექნიკა აქრობს. შეტყობინება, რომ მთაწმინდის ფერდობზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, 112-ში ორი საათის წინ შევიდა .
"წყლით ოპერატიული მომარაგება მთაწმინდაზე არსებული ჰიდრანტიდან ხდება. ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ერთვება შსს-ს ვერტმფრენი" - აცხადებს სამინისტრო.
მთაწმინდის ფერდობზე ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარზე გავრცელებული.