მიხეილ სააკაშვილი

კიევში დღეს მიხეილ სააკაშვილის ძმა დააკავეს

irishtimes.com

კიევში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა დააკავეს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს. 

„დღეს დილით ავაკოვის შინაგან საქმეთა სამინისტოს 8 წარმომადგენელმა ჩემი ძმა, დავით სააკაშვილი დააკავა, როდესაც ის კიევში საკუთარი სახლიდან გამოდიოდა. ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ჩემი ძმა არის იურისტი და აქვს უკრაინაში ცხოვრების უფლება. როგორც ჩანს, ამ გზით ცდილობენ ჩემზე გავლენა მოახდინონ, რათა მე არ დავბრუნდე. თქვენ ძალიან ცუდად მიცნობთ. ეს, ზუსტადაც რომ, კიდევ უფრო ამტკიცებს ჩემს გადაწყვეტილებას უკრაინისა და უკრაინელების დაცვასთან დაკავშირებით, რათა დავიცვა ისინი "ბარიგების" თარეშისგან." - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები