წყალბადის ბომბი

ტრამპი: ჩრდილოეთ კორეის ქმედებები კვლავაც ძალიან მტრული და საშიშია აშშ-სთვის

cnbc.com

ამერიკის შეერთებბული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდას twitter-ზე ეხმაურება. ტრამპი წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედებები საშიში და მტრულია აშშ-სთვის. 

"ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა დიდი ბირთვული იარაღი. მათი სიტყვები და ქმედებები კვლავაც ძალიან მტრული და საშიშია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის." - წერს ტრამპი. 

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყანამ დღეს, წყალბადის ბომბი წარმატებით გამოსცადა. ტელევიზია ამ ინფორმაციას ოფიციალურ ფხენიანზე დაყრდნობით ავრცელებს. ბომბი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ბრძანებით გამოსცადეს. საუბარია წყალბადის ბომბზე, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტაზეა შესაძლებელი.

კომენტარები