ხანძარი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსთავი 2

ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზის მიღმა გაჩენილ ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. 

შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ქართულმა მხარემ დე ფაქტო ცხინვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა, თუმცა, პასუხი არ მიუღიათ.

კომენტარები