მოდა

L'Oreal-მა თავისი პირველი ტრანსგენდერი მოდელი სამსახურიდან გაათავისუფლა

0 კომენტარი
ფოტო: BBC.com

მუნრო ბერგდორფი L'oreal-ში პირველი ტრანსგენდერი მოდელი იყო. მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი საკუთარ ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტი გახდა, სადაც მოდელი წერდა რომ ყველა თეთრი ადამიანი რასისტია.

ტვიტერ პოსტს მოგვიანებით კოსმეტიკური კომპანია გამოეხმაურა. ლორეალის ოფიციალურმა ფეიჯმა დაპოსტა რომ ბერგდორფის კომენტარები კონფლიქტშია კომპანიის ღირებულებებთან და ამიტომ მათ გადაწყვიტეს ურთიერთობა გაწყვიტონ მასთან. 

29 წლის მუნრო ბერდგორფი ლორეალის #allworthit-ის კამპანიის დროს შეირჩა. მოგვიანებით მოდელმა განაცხადა, რომ ტვიტერ პოსტის დაწერა შარლოტსვილში მომხდარი მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა.

სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოდელს ძალიან ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. ტვიტერზე ბერდგორფის ფანები ლორეალს ბოიკოტს უცხადებენ, ისინი ყოველი პოსტის ბოლოს #boycottLOreal-ს წერენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები