ტყის ხანძრები

ხულოს, თელავისა და თუშეთის ტყეებში ცეცხლს ამ დრომდე ებრძვიან 

0 კომენტარი
ფოტო: აჭარის ტელევიზია

ხულოში, შავნაბადას მთაზე ტყის მასივში, თელავის სოფელ ართანასთან ტყის მასივსა და თუშეთის სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში ამ დრომდე ხანძარია. სამივე ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყესთან უწყების საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელია შეყვანილი. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დღეს შსს-ის ვერტმფრენიც ჩაერთვება. 

შსს-ის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება თელავის სოფელ ართანასთან ტყის მასივშიც, სადაც  შსს-ის ასობით თანამშრომელია მობილიზებული. სამუშაოებში 3 ვერტმფრენი მონაწილეობს. 

თუშეთის სოფელ ხახაბოსთან კი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცეცხლის კერები ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ხანძრის ლიკვიდაციას, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით, ცოცხალი ძალა ახორციელებს.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება, ასევე, შილდის ტყეში, სადაც შსს-ს მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახდენენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები