ელტონ ჯონი

ელტონ ჯონის კონცერტი შესაძლოა, გადაიდოს

flickr.com

Black Sea Arena-ზე ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი შესაძლოა რამდენიმე კვირით გადაიდოს, რისი მიზეზიც მომღერლის ბენდის ერთ-ერთი წევრის, დეივი ჯონსტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

კონცერტის ორგანიზატორის SOLO-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის კონცერტის თარიღები უცვლელადაა შენარჩუნებული, თუმცა მათი რამდენიმე კვირით გადადების ალბათობა არსებობს.

კომენტარები