ელტონ ჯონი

"ვიმსახურებთ, გვიყვარდეს ის, ვინც გვინდა" - ელტონ ჯონსა და მის ქმარს 15 წლის იუბილე ჰქონდათ

ლეგენდარულმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა და მისმა ქმარმა, დევიდ ფურნიშმა 15 წლის იუბილე აღნიშნეს.

წყვილი 2005 წლის 21 დეკემბრიდან სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება, ხოლო ინგლისში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებიდან 6 თვეში - 2014 წლის 21 დეკემბერს ელტონ ჯონმა და დევიდ ფურნიშმა უინძორში იქორწინეს.

შესაბამისად, 21 დეკემბერს მათ ორი თარიღი აღნიშნეს.

"დღეს მე და დევიდ ფურნიში ორ იუბილეს აღვნიშნავთ: 15 წელი სამოქალაქო ქორწინებიდან და 6 წელი ქორწილიდან. ჩვენი ურთიერთობა ყოველდღე ძლიერდება და მე განუზომლად მადლიერი ვარ იმ სიყვარულის, რომელსაც ორივე ვიზიარებთ და ორი ლამაზი ვაჟის.

თუმცა, ჩვენ იღბლიანები ვართ, რადგან მილიონობით გეი ადამიანი მსოფლიოში კვლავ დისკრიმინაციის მსხვერპლია, მათი ორიენტაციის გამო. ეს სირცხვილია. ყველანი ვიმსახურებთ, გვიყვარდეს ის, ვინც გვინდა. ჩვენ გავაგრძელებთ თანასწორობისთვის ბრძოლას". – წერს ელტონ ჯონი.

იუბილეს პოსტი მიუძღვნა დევიდ ფურნიშმაც, რომელმაც ასევე ისაუბრა LGBT+ თემის პრობლემებზე მსოფლიოს გარშემო.

"მიუხედავად ყველა სასიკეთო ცვლილებისა, საკუთარ თავს ვახსენებ, რომ 70 ქვეყანაში კვლავ აკრძალულია იყო LGBT+ თემის წევრი, აქედან 12 ქვეყანაში კი შეიძლება ამისთვის სიკვდილით დაგსაჯონ.

ელტონი და მე ფიცს ვდებთ, რომ გავაგრძელებთ LGBT+ თემის წევრი დებისა და ძმებისთვის თანასწორობისთვის ბრძოლას". – დაწერა ფურნიშმა.

კომენტარები