კომუნიკაციები

მოსახლეობამ sms-ების გზავნა შეამცირა

flickr.com

ივლისში საქართველოში 352 მილიონი sms გაიგზავნა, ერთი შეხედვით ეს sms-ების დიდი რაოდენობაა, თუმცა ის 2013 წლის ივლისში გაგზავნილ sms-ებთან შედარებით 25%-ით ნაკლებია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, რამდენიმე წელია რაც ქვეყანაში გაგზავნილი sms-ების რაოდენობა მცირდება.

facebook, snapchat, viber, watsapp, telegram, instagram, skype და კიდევ სხვა მრავალი აპლიკაცია მომხმარებელბს შეტყობინებების გაგზავნის უფასო სერვისს სთავაზობს. ეს კი ბაზარზე დაახლოებით 20 წლის წინ დამკვიდრებულ ფასიან სერვისს - sms-ს ავიწროვებს. 

მცირდება სატელეფონო ოპერატორების sms შემოსავლები. ამასთანავე ოპერატორები უფასო სერვისების მხრიდან გაზრდილი კონკურენციის საპასუხოდ sms-ების ტარიფების დაწევას ცდილობენ.

რეკორდული რაოდენობის, 562 მილიონი sms ქვეყანაში 2014 წლის იანვარში გაიგზავნა, ამ თვეში მობილური ოპერატორების შემოსავლები sms-იდან 3.2 მილიონი ლარი იყო.  2017 წლის იანვარში ქვეყანაში 465 მილიონი sms გაიგზავნა და მისგან ოპერატორებმა 2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. ეს 3 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

კომენტარები