ტყის ხანძრები

ხულოში ხანძრის კერების სრულ ლიკვიდაციას დღის ბოლოსთვის ვარაუდობენ

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხულოში სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 8-ის ნახევრიდან განახლდა, დღის ბოლომდე კი ხანძრების კერების სრული ლიკვიდაცია იგეგმება.

აჭარის მთავრობის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანაშრომელი მონაწილეობს, ადგილზეა მძიმე ტექნიკა და 2 ვერტმფრენიც. 

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძარი 5 დღის წინ გაჩნდა. ცეცხლი ნაძვის ხეებს მოედო. 

კომენტარები