ელტონ ჯონის კონცერტი

ელტონ ჯონის კონცერტები 2018 წლამდე გადაიდო

flickr.com

ელტონ ჯონის კონცერტი 2018 წლამდე გადაიდო. Solo-ს განცხადებით, ბრიტანელი მუსიკოსის კონცერტი დაგეგმილი 16 და 17 სექტემბრის ნაცვლად, 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ლ ივლისს გაიმართება. მიზეზად მომღერლის ბენდის ერთ-ერთი წევრის, დეივი ჯონსტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

წლევანდელი კონცერტის ბილეთებით სარგებლობა მსმენელებს 2018 წელს შეეძლებათ - ისინი, ვისაც 16 სექტემბრის ბილეთი ჰქონდათ შეძენილი, 30 ივნისის კონცერტს დაესწრებიან, ხოლო 17 სექტემბრის კონცერტის ბილეთის მფლობელები - 1-ლი ივლისის კონცერტს.

მსმენელებს 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ბილეთების დაბრუნება და თანხის უკან მიღებაც შეუძლიათ. 20 სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება მომავალი წლის კონცერტების ბილეთების ყიდვაც.

კომენტარები