ჯონ მაკკეინი

ჯონ მაკკეინი: იმედი მაქვს, იტყვიან, რომ ღირსეულად ვემსახურე ჩემს ქვეყანას

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი CNN-ის ჟურნალისტის კითხვას, როგორ სურს, რომ დაამახსოვრდეს ამერიკელ ხალხს, შემდეგნაირად პასუხობს:

"ის ემსახურა თავის ქვეყანას. და ის არ ყოფილა ყოველთვის მართალი, ბევრჯერ შეშლია, ბევრი შეცდომაც დაუშვია, მაგრამ ის ემსახურა თავის ქვეყანას. იმედი მაქვს, იტყვიან, რომ ღირსეულად". 


2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომა დაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან უკვე ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

მაკკეინს ჯერ კიდევ 2000 წელს დაუდგინეს კანის კიბო, რისგანაც სენატორმა განკურნება შეძლო, თუმცა ტვინის სიმსივნის კერა სწორედ იმ ადგილთანაა ახლოს, სადაც მას კანის კიბო ჰქონდა.

ამერიკელი სენატორი იბრძოდა ვიეტნამის ომში, 1987 წლიდან კი აშშ-ის სენატში არიზონას შტატს წარმოადგენს. 2008 წელს რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

მაკკეინს სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ საქართველოს დიდ მეგობრად, რადგან ის რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა და ამასთან საერთაშორისო საზოგადოებაში მუდმივად ლობირებს საქართველოს. სენატორი თბილისში არაერთხელ ყოფილა სტუმრად. ბოლო ვიზიტი 2017 წლის იანვარში შედგა.

კომენტარები