უბედური შემთხვევა

იტალიაში, 11 წლის ბიჭი და მისი მშობლები ვულკანის კრატერში ჩავარდნენ

Associated Press via CNN Wire

ნეაპოლთან ახლოს მდებარე იტალიურ ქალაქ პოცუოლიში, 11 წლის ბიჭი და მისი მშობლები ვულკანურ კრატერში ჩავარდნენ. მდუღარე ტალახმა სამივე მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

ოჯახი ვულკანურ კრატერ სოლფატარას სტუმრობდა, რომელიც ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბიჭი, ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად, ვულკანთან ძალიან ახლოს მივიდა და ფეხი დაუცურდა. მშობლები ვაჟის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ ისინიც კრატერში 10 ფუტის სიღრმეში ჩაცვივდნენ.

ოჯახის მეოთხე წევრი, 7 წლის ბიჭიც, იქვე იმყოფებოდა, მაგრამ ის შემოღობილი ტერიტორიის მიღმა არ გასულა. ბიჭი სოციალურმა სამსახურმა ბებია-ბაბუას გადასცა.

კომენტარები