აფეთქება ლონდონში

ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებაში ბრალდებული მეორე ადამიანი დააკავეს

BBC

15 სექტემბერს ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი დააკავეს. ის 21 წლის მამაკაცია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა BBC-ს უთხრა, ამ დაკავებით დასტურდება, რომ ტერორისტი მარტო არ მოქმედებდა. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ თავდასხმის უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო იდგა.

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე არ შეცვლილა და ის კვლავ "კრიტიკულია".

ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებისაში პირველი ბრალდებული, 18 წლის მამაკაცი გუშინ, 16 სექტემბერს დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

დასავლეთ ლონდოში, პარსონს გრინის სადგურზე მატარებლის ვაგონში აფეთქება 15 სექტემბერს მოხდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელთაც სხვადასხვა სახის დამწვრობები მიიღეს.

კომენტარები