არჩევნები 2017

ქუცნაშვილი: შალვას მარტო გუგავა მოყავს, კალაძეს კი მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოჰყავს

ტაბულა

"თუ შალვას გუგავას გარდა ვერავინ მოჰყავს, კალაძეს მსოფლიოს ვარსკვლავები მოჰყავს", - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

"შალვას რადგან გუგავას გარდა არავინ ჰყავს, რა ვქნათ ახლა, კალაძემ თავის მეგობრებზე უარი თქვას? შალვა ამ ბიძინა ივანიშვილს გადაკიდებულია კიდევ - კაცი სამი წელია წასულია ხელისუფლებიდან და ლანძღავს ყველა ეპითეტით. მთიელები ასე არ იქცევიან", - გადაცემა რეაქციაში ამბობს ქუცნაშვილი.

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, მათ შორის კახა კალაძის ყოფილი თანაგუნდელები თბილისში ჩამოვლენ. საქველმოქმედო მატჩი 29 სექტემბერსაა დაგეგმილი და მაში მონაწილეობის მიღებას კახა კალაძეც გეგმავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, კალაძის ამ მატჩზე გამოსვლა შესაძლოა უკანონო აგიტაციად ჩაითვალოს. 

ამავდროულად, ფეხბურთელების ჩამოყვანაში ფეხბურთის ფედერაციის მონაწილეობა შესაძლოა "ააიპ"-ის მიერ უკანონო შემოწირულობის განხორციელებად ჩაითვალოს. აღნიშნული ვარსკვლავები ქვეყანაში სწორედ ფედერაციას ჩამოყავს.

ფეხბურთელები, ვინც კალაძესთან ერთად ითამაშებენ:

  • ფრანჩესკო ტოტი
  • კარლეს პუიოლი
  • რივალდო
  • დიდა
  • ანდრეი შევჩენკო
  • ხავიერ ძანეტი
  • ზვონიმირ ბობანი
  • სერჟინიო
  • პაოლო მალდინი
  • ლუკა ტონი
  • ერნან კრესპო
  • ვინსენტ კანდელა
  • მარეკ იანკულოვსკი
  • ალესანდრო კოსტაკურტა
  • დემეტრიო ალბერტინი
  • დინო ბაჯო
  • მასიმო ამბროზინი
  • მასიმო ოდო
  • მარკო დელვეკიო
  • სებასტიან ფრეი
  • ანჯელო დი ლივიო
  • ენრიკო ანონი
  • კრისტიან აბიატი
  • სებასტიანო როსი
  • ჯუზეპე ფავალი
  • მაურო ტასოტი
  • ანჯელო კარბონე
  • ივან კორდობა
  • დარიო შიმიჩი
  • იბრაჰიმ ბა
  • პიეტრო ვერხოვოდი

კომენტარები