სქესი

THE ECONOMIST: ქალები და კაცები სხვადასხვანაირად ფიქრობენ, მიზეზი ევოლუციურია

The Economist

ბრიტანული გამომცემლობა The Economist-ი პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის დოქტორი რაჯინი ვერმასა და მისი კოლეგების კვლევაზე დაყრდნობით ერთერთ თეორიას ავითარებს, რომლის მიხედვითაც ქალები და მამაკაცები ერთნაირად არ ფიქრობენ.

გამოცემა წერს, რომ მამაკაცებს უფრო მეტად აქვთ განვითარებული მამოძრავებელი და სივრცული უნარ-ჩვევები, ვიდრე ქალებს და ამასთან მათ უფრო მეტად აქვთ მონომანიური ფიქრები. ქალებს, თავის მხრივ, უკეთესი მახსოვრობა აქვთ, უფრო მარტივად ადაპტირდებიან სოციუმთან და, ამასთან, უკეთ შეუძლიათ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება. გამოცემის ცნობით, ცხადია, რომ ამ თვისებებს შორის ზოგჯერ გადაფარვა ხდება, თუმცა საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ეს მონაცემები სიმართლეა. 

ავტორი წერს, რომ ამ განსხვავებას ევოლუციური ახსნა აქვს. ერთერთი თეორიის თანახმად, ძველ დროში, როდესაც ადამიანები ნადირობდნენ და ომობდნენ ერთმანეთში, მამაკაცები დიდი ხნით ცხოვრობდნენ ბანაკიდან შორს. ასეთ დროს, საჭირო იყო, რომ მათ გონებას ორმაგად ემუშავა, რათა აღექვათ სივრცე და უკეთ შეძლებოდათ გადაადგილება. ამასთან, მათ უნდა მოეკვლიათ, ეომათ და მოეკლთა ცხოველები თუ არასასურველი მეზობლები. ქალები კი, ამ დროს ერთად, ჯგუფებად ცხოვრობდნენ და ბავშვებს ზრდიდნენ, შესაბამისად, მათ უფრო მეტად სჭირდებოდათ სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება. ამასთან, ისინი ზრუნავდნენ ბავშვის ემოციების სწორად ჩამოყალიბებაზეც. 

დოქტორი ვერმა ეცადა, რომ ამ განსხვავებების პასუხები ნევროლოგიაში მოეძებნა. ნევროლოგია ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე განსაკუთრებულად განვითარდა და ის რევოლუციურ ცვლილებებს განიცდის. ერთერთი ასეთი სიახლე ნევროლოგიაში, ისეთი ტექნიკის შემუშავება გახდა, რომელიც მოქმედ მდგომარეობაში მყოფი ტვინის სკანირებას შესაძლებელს ხდის. დოქტორმა ვერმამ სწორედ ერთერთი ასეთი ტექნიკა გამოიყენა თავისი კვლევისთვის. მან ამისთვის წყლის მოლეკულები გამოიყენა. ნერვულ უჯრედებთან დაკავშირებული ძარღვები საკმაოდ სქელია, მოთავსებულ წყალს კი მხოლოდ ამ ძარღვებამდე მიღწევა შეუძლიათ და არა სქელ ზედაპირამდე. შესაბამისად, დოქტორი ვერმას კვლევა საშუალებას იძლევა, რომ დააკვირდეს ასეთ ძარღვებს და ნახოს, საით მიდიან ისინი.

აღნიშნული ტექნიკა ვერმამ თავის კოლეგებთან ერთად 428 მამაკაცსა და ბიჭზე და 521 ქალსა და გოგონაზე გამოიყენა. მათი შედეგები ზემოთ მოცემულ სურათზეა აღბეჭდილი. 

დოქტორი ვერმა მიიჩნევს, რომ ტვინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები თავის ტვინის ზედა ნაწილია, რომელიც წინ მიემართება და პასუხისმგებელია ფიქრზე და მეორე, ნათხემი, რომელიც ქვემოთაა და უკან მიემართება და ფუნქციებზე აგებს პასუხს. ორივე მათგანი მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებად იყოფა. როგორც დიაგრამა გვაჩვენებს, მამაკაცებში (მარცხენა ფოტო) ტვინის ქერქში მოთავსებული კავშირებია დომინანტური, რომელიც ლურჯად არის აღნიშნული, ხოლო ქალებში ისინია, რომლებიც ნახევარსფეროთაშორისაა და სტაფილოსფრად არის აღნიშნული. ის, თუ რას ნიშნავს ეს, მრავალმხრივ ინტერპრეტირებადია, თუმცა დოქტორი ვერმა მიიჩნევს, რომ ეს განსხვავებები მიანიშნებს ქალისა და მამაკაცის კოგნიტური უნარ-ჩვევების ვარიაციებზე. 

ვერმას ერთერთი აღმოჩენა ისიც არის, რომ ეს განსხვავებები თანდაყოლილი არ არის და ის ასაკთან ერთად ვითარდება. მის კვლევაში მონაწილები პირების ასაკი 8-დან 22 წლამდე მერყეობდა. 8-დან 13 წლამდე ასაკის ბიჭებისა და გოგონების ტვინებში მხოლოდ რამდენიმე გასნხვავება იყო. 13-დან 17 წლამდე მოზარდების ტვინებში განსხვავებები იზრდებოდა. ხოლო 17 წელს ზემოთ მყოფებში განსხვავებები სრულად იყო წარმოდგენილი. გამოცემა წერს, რომ ერთადერთი რისი თქმაც ამ კვლევით დაზუსტებით შეგვიძლია, ის არის, რომ სქესობრივი განსხვავება იწყება მაშინ, როდესაც სქესს ენიჭება მნიშვნელობა. 

კომენტარები