საბავშვო ბაღები

სერგეენკო: ფანჯრიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინის და გულ-მკერდის ტრავმები აქვს

ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ტრავმები აქვს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მცირეწლოვანს ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება.

"თუმცა მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა და საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას",- განაცხადა სერგეენკომ ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ სწრაფად გამოსაკვლევია, სად იყო დაშვებული ხარვიზი.

"შესაბამისი ხარვეზის დამშვებმა უნდა აგოს პასუხი და უნდა გამოსწორდეს სასწრაფოდ" - თქვა მინისტრმმა.

თბილისის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი დღეს, 25 სექტემბერს გადმოვარდა. ბაღის დირექტორის განცხადებით, აღსაზრდელი "ინკლუზიური იყო და პირველი სართულიდან გადმოხტა".

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ბავშვის გადმოვარდნის, ასევე დირექტორის განცხადებასთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება იქნება. 

თბილისის მერმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს დაავალა, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ბავშვის ფანჯრიდან გადმოვარდნის დროს სასწავლო პროცესს ზედამხედველობდნენ.

კომენტარები