დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის რესტორნის მუდმივ მენიუში ქართული კერძები შეიტანეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის რესტორნის მუდმივ მენიუში ქართული კერძები შეიტანეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება პარლამენტში ქართული კერძების კვირეულის დასრულების შემდეგ მიიღეს.
 
"დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქართული სამზარეულოს კვირეული „A Taste Adventure to Georgia“ პირველად მოეწყო. კვირეულის ფარგლებში, მსურველებს საშუალება მიეცათ, პარლამენტის რესტორანში დაეგემოვნებინათ ქართული ეროვნული კერძები. მათი დიდი ნაწილი კვირეულის შემდგომ რესტორნის მუდმივ მენიუში დატოვეს.  
 
ღონისძიებას უამრავი დამთვალიერებელი დაესწრო. მათ შორის ბრიტანეთის პარლამენტის წევრები, ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი და მისი თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოღლი" - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები