ცნობილი ადამიანები

ემა სტოუნი: სტრესის მოსახსნელი თერაპიები 7 წლის ასაკში დავიწყე

theguardian.com

მსახიობმა ემა სტოუნმა საკუთარ ბავშვობაზე სტივენ კოლბერტთან შოუში ისაუბრა. მისი თქმით, სტრესის მოსახსნელი თერაპიები 7 წლის ასაკში დაიწყო.

28 წლის სტოუნის თქმით, მას თერაპია 7 წლის შემდეგ კიდევ ბევრჯერ დაჭირდა, მაგრამ დღეს თავს უკეთ გრძნობს.

"მე კვლავ მაქვს მღელვარება და სტრესი, მაგრამ პანიკური შეტევები აღარ"-თქვა მსახიობმა.

სტოუნმა გადაცემაში 9 წლის ასაკში, თერაპიის დროს დახატული ნახატიც მიიტანა, სადაც წერია რომ ის თავის მღელვარებაზე დიდია, მღელვარება კი მწვანე ურჩხულში ყავს გამოსახული.

"ამ დროს 9 წლის ვიყავი, თერაპიაზე. სურათზე მე ვარ, გვერდით მწვანე ურჩხული მყავს და ის მღელვარებაა. ძალიან სტრესული ბავშვი ვიყავი და ხშირად მქონდა პანიკური შეტევები. თერაპია ძალიან დამეხმარა"- თქვა ემა სტოუნმა.

მსახიობისვე თქმით, მას ბავშოვაბში არ სჯეროდა თუ შეძლებდა და არიზონას დატოვებდა, მაგრამ 15 წლის ასაკში ის ჰოლივუდში მოხვდა. 

"მსახიობობა და იმპროვიზაცია ძალიან დამეხმარა"- თქვა სტოუნმა. 

კომენტარები