უბედური შემთხვევა

სიძემ სანადირო თოფიდან შემთხვევითი გასროლის შედეგად ცოლის ძმა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

გარდაბანში, სიძემ სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლის შედეგად ცოლის ძმა მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული ნადირობის შემდეგ, იარაღს წმენდდა, რა დროსაც, ტყვია გაუვარდა და ახალგაზრდა მამაკაცს მოხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბრალდებული უკვე დაკავებულია.

კომენტარები