აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო სიაში ქალად იყო რეგისტრირებული. კუშნერი ივანკა ტრამპის ქმარი და დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველია.
ნიუ-იორკის შტატში ამომრჩეველთა შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კუშნერი უკვე 8 წელია საარჩევნო სიაში ქალად არის რეგისტრირებული.
თეთრი სახლი გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
აშშ-ს პრეზიდენტის სიძე მედიის ყურადღების ცენტრში უკვე რამდენჯერმე მოექცა, მათ შორის პირადი მეილის გამოყენების გამოც. პირადი ელექტრონული ფოსტით კუშნერი თეთრი სახლის თანამშრომლებს და თავის ადვოკატს წერდა.