ბათუმის ბულვარმა დეკორატიული ფრინველების შესყიდვისთვის სპეციალური ტენდერი გამოაცხადა. უწყება 26 წყვილ დეკორტიული ჯიშის იხვსა და 2 ბატს ყიდულობს, შესყიდვის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 25 000 ლარია.
შესაბამისად, ერთი ფრინველის საშუალო ფასი 892 ლარია.
ჯიშების და რაოდენობის ცხრილი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით:
- ორი წყვილი იხვი წითელი
- ორი წყვილი იხვი ამლაყი
- ორი წყვილი ამერიკული წითელი იხვი
- ოთხი წყვილი იხვი მანდარინკა
- სამი წყვილი იხვი კალორინკა
- ერთი წყვილი მთის ბატი
ტენდერი 9 ოქტომბერს სრულდება.