ტენდერები

საქართველოს მთავრობა 5.7-მილიონად 60 ერთეული თეთრი პიკაპის შეძენას გეგმავს

ფოტო: pixeltote.com

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ახალი კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობას 5 672 400 ლარად 60 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომობილის შეძენა სურს. 

ტენდერის პირობების თანახმად, 60-ვე პიკაპი უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2020 წლის წარმოებისა და აუცილებლად თეთრი ფერის. 

თითოეული ერთეულის სავარაუდო ღირებულება 94 000 ლარი იქნება.  

განცხადება, საიდენტიფიკაციო ნომრით CON210000248, გამოქვეყნდა 29 მარტს და წინადადებების მიღება 2 აპრილს სრულდება. 
 

კომენტარები