სპეცრაზმი

სახელმწიფო კანცელარიის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული, 9 ავტობუსით

სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან სპეცრაზმი არის მობილიზებული, 9 ავტობუსით.

ტაბულა ცდილობს გაარკვიოს მიზეზი თუ რას უკავშირდება სპეცრაზმის მობილიზება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ იმის შესახებ, თუ რატომ არის სპეცრაზმი მობილიზებული კანცელარიის ეზოში.

ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც თავად კანცელარიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ რომ დღეს 18:00 საათზე პუშკინის სკვერში ევროპული საქართველოს აქცია არის დაგეგმილი.

ასევე 16:00საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობის მოწყობას გეგმავენ პატრიოტთა ალიანსის წევრებიც. 

 

კომენტარები