ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ბერმა დიონისემ ჟურნალ თბილისელების წინააღმდეგ ეთიკის ქარტიას მიმართა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ბერი დიონისეს (საერო ცხოვრებაში ლაშა ბორძიკულის) განცხადება ჟურნალ თბილისელების ჟურნალისტის, ხათუნა კორთხონჯიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიქის ქარტიის სამდივნოდ დასაშვებად სცნო. 

ბერი 25 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაობს, სათაურით "რა ურთიერთობა ჰქონდა მოდელ კობა ფარტენაძს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და როგორ ავიწროვებდა მას მამა ანდრია თურმანიძე". განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებული სურათი და სტატიის შინაარსი ერთმანეთს არ უკავშირდება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე შეხება აქვს გახმაურებულ "ციანიდის" სკანდალთან. განმცხადებელი თვლის, რომ დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეათე (პირადი ცხოვრებაში შეჭრა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები