საქართველოს კონსტიტუცია

კობახიძე კონსტიტუციაზე: პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს პროცესში

0 კომენტარი
ირაკლი კობახიძე, გიორგი მარგველაშვილი ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე რომელიც დღეს  უმრავლესობის წევრებსა და პრეზიდენტს შორის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, იმ საკითხებზე იქნება საუბარი, რომლებზეც ვენეციის კომისიასთან შეთანხმება მიღწეულია. ესენია, ბონუსის გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად დატოვება.

„მოლაპარაკება, რომელიც გაიმართება დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, შეეხება იმ ორ საკითხს, რომელიც არის მოაზრებული ჩვენი და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმებით. აქ საუბარია ბონუსის გაუქმებაზე და საუბარია ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. თუ გაიზიარებს ამ ყველაფერს პრეზიდენტი და თუ ხელს შეგვიწყობს ჩვენ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, ამ შემთხვევაში, მას შეუძლია, პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თუ ამას არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი პროცედურებით, ჩვენი ინიციატივებით მაინც დავამტკიცებთ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებულია ვენეციის კომისიასთან.“ - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

პრეზიდენტსა და უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში, დღეს 4 საათზე გაიმართება. პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართულ ოცნება სასახლეში გუშინ მიიწვია. 

პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატივა მმართველი გუნდისგან მოდის - ირაკლი კობახიძემ მარგველაშვილს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები