ნობელის პრემია 2017

ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში კაძუო იშიგურო გახდა

0 კომენტარი
ფოტო: Barnes & Noble

შვედეთის აკადემიამ, ასამბლეა, რომელიც 18 შვედისგან შედგება, რომლებიც ფარული კენჭისყრით ირჩევიან ამ თანამდებობაზე და ცხოვრების ბოლომდე ინარჩუნებენ ამ სტატუსს, წლევანდელი გამარჯვებული უკვე გამოავლინა. BBC-ის ცნობით, 2017 წლის ნობელის ლაურეატი ლიტერატურის დარგში კაძუო იშიგურო გახდა. იშიგურო წარმოშობელით იაპონელი, ბრიტანელი მწერალია. 

ნობელის პრემიის დამაარსებლის, ალფრედ ნობელის საპატივცემულოდ, მისი სურვილის მიხედვით ნობელის ლაურეატი ლიტერატურის ჟანრში უნდა იყოს პირი, რომელსაც შექმნილი აქვს "იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება". თხზულებაში ლიტერატორის მთელი შემოქმედება იგულისხმება და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაში. 

1901 წლიდან £832 000-იანი ჯილდო 113 მწერალს გადაეცა, რომელთაგანაც 14 ქალი იყო, 28 ინგლისურად წერდა და 77 პროზას წერდა. 

აკადემიის შარშანდელი არჩევანი კონტროვერსიული გამოდგა. ბობ დილანი დაჯილდოების ცერემონიალსაც კი არ დაესწრო, რის გამოც ერთერთმა აკადემიკოსმა მას "უზრდელი და ამპარტავანი" უწოდა, პრიზი კი 4 თვის შემდეგ, ვიწრო წრეში გადახდილ ღონისძიებაზე მიიღო, როდესაც დედლაინის ვადა მოახლოებული იყო. 

წელს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ფსონებს ყველაზე დებდნენ, ჯორჯ მარტინიდან დაწყებული კენი უესტით დამთავრებული, ლიტერატურის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ აკადემია უფრო უსაფრთხო კანდიდატზე შეაჩერებდა არჩევანს. 

ფსონების დიდი წილი იაპონელ მწერალზე ჰარუკი მურაკამისა და კენიელ ნგუგი ვა თონგოზე მოდიოდა. ასევე, ბევრი მათგანი ფულს ფემინისტ მწერალზე, მარგარეტ ეტვუდზე დებდა, რომლის ერთერთი რომანის "მხევლის წიგნის" მიხედვით, სერიალიც გადაიღეს და ამ დროისთვის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები