არჩევნები 2017

შსს: იარაღი, რომლითაც თელავში ევროპული საქართველოს ოფისს დაესხნენ სათამაშო იყო

ევროპული საქართველოს თელავის ოფისს თავს შეიარაღებული პირი დაესხა. ის აქტივისტებისგან საქმიანობის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სროლით იმუქრებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, მათ უკვე დააკავეს აღნიშნული პირი, რომლის ჩხრეკის შედეგადაც სათამაშო იარაღი აღმოაჩინეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლითაა დაწყებული, რაც მუქარას გულისხმობს. აღნიშნული მუხლისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 1 წლამდე პატიმრობაა.

ევროპული საქართველოს თელავის მერობის კანდიდატი ლელა მენთეშაშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად ყვირილი პარტიის ოფისის გარეთ გაიგეს. პირი, რომელიც ავტომობილში იჯდა, გარეთ გასულ პარტიის წევრებს იარაღით დაემუქრა. 

"სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული
საქართველოს წევრებს ემუქრებიან ან თავს ესხმიან. ეს  ქართული ოცნების ხელისუფლების რამდენიმე წლიანი პრაქტიკის გაგრძელებაა, როცა მოძალადეებს დასჯის მაგივრად ახალისებენ," - აცხადებენ ევროპულ საქართველოში.

კომენტარები