არჩევნები 2017

კალაძე: მომდევნო წლებში ყველა მუნიციპალურ მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ტაბულა

ქართული ოცნების მერობის კანდიდატის კახა კალაძის თქმით, თბილისში, მისი გამარჯვების შემტხვევაში, ყველა მუნიციპალურ მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ კალაძემ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციისას ისაუბრა. 

"თბილისში, დაახლოებით, 27 მუზეუმია, აქედან 9 - მუნიციპალური, მათ სჭირდებათ
რეაბილიტაცია და ჩვენ ამას განვახორციელებთ, რადგან ყველა განვითრებული ქვეყნის
დედაქალაქში მუზეუმები ქალაქის ბიუჯეტისთვის შემოსავლის წყაროა“, - განაცხადა
კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის
პრეზენტაციისას, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც მუზეუმებისა და მუნიციპალური
კულტურული დანიშნულების ობიექტების რეფორმირება და ქალაქის კულტურულ
ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაა." - ამბობს კალაძე.

კომენტარები