თბილისის საკრებულო

დაპირისპირება საკრებულოსთან - ევროპული საქართველოს წევრებს შენობაში არ უშვებენ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრებმა საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს. ისინი საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, თუმცა ამის უფლებას სამართალდამცველები არ აძლევენ. ამას ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

დაპირისპირებამდე სამართალდამცველებს ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ კანონი განუმარტა, რომლის საფუძველზეც მათ საკრებულოში შესვლის უფლება აქვთ.

პარლამენტის რეგლამენტის მე-16 მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, "სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები" .

გადაწყვეტილება, რომ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედია დაესწრება, გიორგი ალიბეგაშვილმა მიიღო. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ის, რაც საკრებულოსთან ხედბა, ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის განსახიერებაა.

„ეს არის სიმბოლო, განსახიერება ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის. გარდა იმისა შინაარსით რაც ხდება შიგნით საკრებულოში, როდესაც 1 ლარად ჩუქნიან მილიარდერს ქონებას, ამის გარდა დამოკიდებულება, პარლამენტის წევრების მიმართ, ხალხის მიმართ, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულები არიან, ამ პოლიციელებს არღვევინებენ კანონს, უხეშად და ცინიკურად და ამაზე პასუხი უდნა გავცეთ 21 ოქტომბერს არჩევნებზე,“ - განაცხადა ბოკერიამ.

თბილისის საკრებულოს სხდომა 4 საათზეა დაგეგმილი. ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან ტერიტორიების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ხელი შეუშალოს.  

თბილისის საკრებულო "ოლდ სითი დეველოპმენთისთვის" პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემას 29 სექტემბრის სხდომაზეც გეგმავდა, თუმცა ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტის გამო საკითხის განხილვა გადაიდო. თუმცა, 2 კვირის წინ თბილისის საკრებულომ მაინც შეძლო, მხარი დაეჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებისთვის, რაც ამ ტერიტორიის გასხვისებისთვის აუცილებელი პროცედურა იყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები