პანორამა თბილისი

ივანიშვილს თაბორის მთაზე ნახევარი ჰექტარიც გადაეცა

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ 31 ხმით მხარი დაუჭირა მიწების გადაცემაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მოთხოვნებს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, თაბორის მთაზე 0.44 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ივანიშვილის საკუთრება გახდა. 

რამდენიმე წუთის წინ საკრებულომ ივანიშვილისთვის თავისუფლების მოედანზე 1900 კვადრატული მეტრის 1 ლარად გადაცემასაც დაუჭირა მხარი. საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, ივანიშვილის კომპანია ადგილზე 30 ადგილიან ავტოსადგომს მოაწყობს. თუ ივანიშვილი აღნიშნულ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, მას ჯარიმის სახით 100 ლარი დაეკისრება.

ორივე ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" ნაწილი იქნება. თაბორის მთაზე 29.7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ივანიშვილმა 2016 წელს 6.3 მილიონ ლარად იყიდა. ტერიტორიაზე ივანიშვილის ოფშორული კომპანია გოლფ კლუბსა და სასტუმროს აშენებს.

საკრებულოს გარეთ ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელზეც რამდენიმე პირი დააკავეს. შენობის გარშემო პოლიციის კორდონია გაკეთებული, სამართალდამცავები ტერიტორიაზე არავის უშვებენ.

კომენტარები