პანორამა თბილისი

ინპექციის შემოწმების შემდეგ "პანორამა თბილისის" სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა

თანაინვესტირების ფონდი

"პანორამა თბილისის" სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა, ამის შესახებ ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ უთხრა. შემოწმება რამდენიმე საათს გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 აპრილს, "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. 2 მათგანი "ამტელ ჰოსპიტალში", ხოლო ერთი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

კომენტარები