ამაღამ, ვაკის და საბურთალოს რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Reuters

ამაღამ, ვაკის და საბურთალოს რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელზე დაგეგმილ სამუშაოებს ასახელებს. 

კერძოდ, 02 საათიდან 06 საათამდე 30-წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, ბაგების დასახლების, ვერეს ხევის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, შავგულიძის, მარიჯანის, ქავთარაძის, ნადირაძის, ანჯაფარიძის, მინდელის, ნუცუბიძის, იოსელიანის, შავიშვილის, თოფურიას, ფხაკაძის, პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.

კომენტარები