ლიკა ქავჟარაძე

ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ

მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ. პანაშვიდები კი, მის საცხოვრებელ სახლში (აბაშიძის #62) დღეს და ხვალ, 17:00 საათიდან გაიმართება.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ცხედარს 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ. სამინისტროში ჯერჯერობით არ იციან, სად დაკრძალავენ ლიკა ქავჟარაძეს.

"კულტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროები და თბილისის მერია კოორდინირებულად მუშაობენ, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები დროულად გადაწყდეს", - აცხადებს კულტურის სამინისტრო. 

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

ლიკა ქავჟარაძე 1959 წელს დაიბადა. მისი ყველაზე ცნობილი როლი მარიტაა თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე."

კომენტარები