17 წლის ბიჭმა თბილისში, კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე კორპუსის მეთექვსმეტე სართულზე 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. კორპუსის მაცხოვრებლებმა ის ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ტაბულას შსს-ში განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

კორპუსის მაცხოვრებლები მედიასთან აცხადებენ, რომ მათ გაიგეს, რომ პოლიციამ წერილიც იპოვა, სადაც არასრულწლოვანი მშობლებს ემშვიდობება, თუმცა შსს ამ დროისთვის აღნიშნულის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. 

კომენტარები