აზიური ფაროსანა

თბილისის პარკებში აზიური ფაროსანას მონიტორინგი დაიწყო

flickr

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, თბილისი პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები დაამონტაჟეს.

ფერომონები უკვე დამონტაჟებულია შემდეგ ადგილებში:

  • ვაკის პარკი;
  • მზიური;
  • ვ.გოძიაშვილის სახ.პარკი;
  • რიყის პარკი;
  • ვეტერანთა, დასვენების და კულტურის პარკი (კიკვიძის პარკი);
  • დიღმის ტყე-პარკი;
  • თბილისის ზღვის პარკი;
  • დედა-ენის პარკი;
  • 9 აპრილის პარკი;
  • 9 მარტის პარკი;
  • ვერის პარკი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინსიტროსთან ერთად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ გრძელდება სრულმასშტაბიანი მონიტროინგიც და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი. მოქმედებს ცხელი ხაზიც (15-01).

კომენტარები