ევროპული საქართველო

"არა პრემიებს, დახმარება - ხალხს" - ზუგდიდში ევროპული საქართველოს აქცია მიმდინარეობს

"არა პრემიებს, დახმარება ხალხს" - ევროპული საქართველოს” წევრები და მხარდამჭერები ზუგდიდში აქცია - მსვლელობას მართავენ. ისინი ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანას მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღის შესასვლელთან იკრიბებიან, საიდანაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან გადაინაცვლებენ. 

აღსანიშნავია, რომ დღეს, ზუგდიდში დაგეგმილ აქციაზე მისვლის მსურველებს ქართული ოცნების მხარდამჭერებმა გზა გადაუკეტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საპატრულო პოლიცია უსაფრთხოების ყველანაირ ზომას დაიცავს.

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერებმა, ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას ქმარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, "ოცნების შტაბი წარმომადგენლებმა საშუალება არ მისცეს ადგილობრივებს და მიკროავტობუსის მძღოლებს, ზუგდიდში აქციაზე წამოსულიყვნენ".

კომენტარები