აშშ-რუსეთის ურთიერთობა

CNN, ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება რუსეთმა შავ სიაში შეიყვანა

CNN

რუსული მედიის ცნობით, ხუთი ამერიკული მედია რუსულ შავ სიაში აღმოჩნდა. CNN, ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება ამ სიის სათავეში მოექცნენ. მათი მაუწყებლობა რუსეთში სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევისა და ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში შეიზღუდოს.

სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტის წევრმა ოლეგ მოროზოვმა განაცხადა, რომ არასასურველი მედიის სია იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურორის რეკომენდაციების საფუძველზე შედგა.

“სიაში მოხვედრილი მედიის წინააღმდეგ იმ სანქციებს გავატარებთ, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები Russia Today-ს და Sputnik-ის წინააღმდეგ ატარებს.“ - თქვა მოროზოვმა.

რუსული გამოცემა Izvestia დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდობით, წერს, რომ სიაში, შესაძლოა, The Washington Post, The New York Times, The Wall Street Journal და რადიო თავისუფლების ყირიმული პროექტიც მოხვდნენ.

კომენტარები