ოჯახში ძალადობა

პროკურატურა: 2017 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 12 ქალი მოკლეს

www.lavalsusa.it

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად მოკლულია 12 ქალი.

ამის შესახებ ტაბულამ უწყებიდან საჯარო ინფორმაცია 10 ოქტომბერს გამოითხოვა.

პროკურატური მოწოდებული მონაცემები მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

აღშანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ფემიციდის (ქალების მკვლელობა გენდერული ნიშნით) დეფინიციას არ იცნობს. ქალის მკვლელობის შემთხვევაში, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლი გამოიყენება.

შსს-ში მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით კანონმდებლობას ხარვეზი არ აქვს და სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლზე მიუთითებენ, რომლის მიხედვით, გენდერული დანაშული, ასევე დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, ისედაც დამამძიმებელი გარემოებაა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წლის ორ კვარტალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 1580 ქალია, მოძალადე კი 1557 კაცი.

ვრცლად ფემიციდის შესახებ იხილეთ სტატიაში: "ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონა" - ქალთა კვლის ანატომია საქართველოში

კომენტარები