ბიორკი

ბიორკი საკუთარ Facebook გვერდზე თბილისში დაგეგმილი კონცერტების შესახებ წერს

Wallpaper.com

მსოფლიოში აღიარებული ისლანდიელი მუსიკოსი, საქართველოში დაგეგმილი ორი კონცერტის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელშიც ავრცელებს.

ბოლოს და ბოლოს ორი კონცერტი დიდებულ საქართველოში! - წერს მომღერალი საკუთარ Facebook გვერდზე.

ბიორკმა ასევე საკონცერტო სივრცეებისა და თარიღების შესახებ დაწერა.

ლეგენდარული მუსიკოსი საქართველოში , თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU-ს დამოუკიდებელი პროექტის ფარგლებში ჩამოდის.

Bjork თბილისში, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ორ კონცერტს გამართავს. 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ გვერდის TKT.ge ის დახმარებით ან საკონცერტო სივრცეების სალაროებში.

დეტალური ინფორმაცია ბიორკის კონცერტებსა და გასაყიდი ბილეთების შესახებ იხილეთ ფესტივალ SOU-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

კომენტარები