ბიორკი

ბიორკი აჭარაში, გურიაში, სვანეთსა და კახეთში ქართული მუსიკის ექსპედიციაზე ჩავა

Wallpaper.com

დღეს ბიორკის კონცერტებთან დაკავშირებით ფესტივალი SOU-ს დამფუძნებელმა სანდრო ლომინაშვილმა, სასტუმრო რუმსის გენერალურმა მენეჯერმა ლევან ბერულავამ და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მთავარმა დირიჟორმა და ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა პრესკონფერენცია გამართეს.

ფესტივალი SOU-ს დამფუძნებლის სანდრო ლომინაშვილის თქმით, ბიორკი კონცერტებზე სიმღერებს მერვე ალბომიდან, Vulnicura-დან შეასრულებს. შესაძლებელია მომღერალმა შეასრულოს მისი ძველი სიმღერებიც.

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ბიორკის საქართველოში ყოფნის პერიოდში ის მუსიკალურ ექსპედიციაში გაემგზავრება ზემო აჭარაში, გურიაში, სვანეთსა და კახეთში.

ბიორკი საქართველოში ორ კონცერტს გამართავს. პირველი კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. მეორე კონცერტი კი, 3 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ასევე 21:00-ზე დაიწყება.

კომენტარები